თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019-2020 წლების საარჩევნო რეფორმას აფასებს.
„ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, 2019 წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ხანგრძლივი განხილვებისა და გარკვეულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობის შეთანხმების შემდეგაც, შემუშავებულ და წარმოდგენილ პროექტებში არ იყო ასახული შესაბამისი ცვლილებები”, - ნათქვამია ISFED მიერ მომზადებულ ანალიზში, - „მოცემული დოკუმენტი განიხილავს საარჩევნო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარდგენილ რეკომენდაციებსა და კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)