თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF Georgia, მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტო მონაწილეობით, დაიწყო მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტი ახალგაზრდებისთვის, COVID19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, უკვე შეირჩა 150 ახალგაზრდა მოხალისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც წლის ბოლომდე საინტერესო აქტივობებს დაგეგმავენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩაერთვებიან.
24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით კი, პროექტის მონაწილეთათვის გაიმართება ვებინარები მოხალისეობის საკითხებზე. ვებინარებს ჩაატარებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამჟამად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და აქვთ მოხალისეობის საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)