en
ge

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

21-22 ივლისს, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა, 2020-2021 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), USAID/GGI-ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა. 

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობის გაძლიერებას და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პროაქტიულობისა და გამჭვირვალობის გაზრდას. რეკომენდაციების უმეტესობა უზრუნველყოფს პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებას და მხარს უჭერს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი და ადვილად დამუშავებადი მონაცემების ჩამონათვალის გაზრდას.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში.

სრულად 

წყარო: https://idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)