თბილისი.15 აპრილს სახალხო
უნივერსიტეტთა გერმანული
ასოციაციის, dvv international -ის პროექტის ფარგლებში
- „დისკუსიები სამუშაო
დღის შემდეგ", გაიმართა დისკუსია
„საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამა: მოლოდინები და რეალობა". პროექტის მიზანია
საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება
და აქტიური
სამოქალაქო პოზიციის
ჩამოყალიბება. 2013 წლიდან
პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
(IDFI).
შეხვედრაზე განხილულ
იქნა მიმდინარე
სადაზღვევო პოლიტიკა,
მისი რისკები
და შედეგები,
სადაზღვევო სექტორში
არსებული პრობლემები. დისკუსიას დაესწრნენ
სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, სადაზღვევო პაკეტის
ბენეფიციარები, ექიმები,
სტუდენტები, არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა
დაინტერესებული საზოგადოება.
წყარო: idfi.ge