თბილისი. „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, თბილისში გაიმართა ტრეინინგი ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მეწარმეთათვის.
შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მაღალკვალიფიციურმა და გამოცდილმა ექსპერტებმა, ტრეინინგის მონაწილეებს გააცნეს ბიზნეს გეგმის შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები და გზები. მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ფინანსური სახსრების მოძიების მექანიზმების შესახებ, როგორც სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ისე - ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)