თბილისი. გამოვლინდნენ ფოტო კონკურსის, „პანდემია და ქალები საქართველოში“, გამარჯვებულები. პირველ ადგილზე ნინო ზედგინიძე გავიდა, რომელმაც პრიზის სახით 2 000 ევრო მიიღო, მეორე ადგილი სალომე ბენიძემ დაიკავა, მესამე ადგილი კი გურანდა ბენიძეს ერგო. მათ 1500 და 1000 ევრო გადაეცათ.
ფოტოკონკურსი ევროკავშირის პროექტის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" და “ინდიგოს” ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო გენდერული თანასწორობის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების თანადგომის გაძლიერება.
COVID-19ის პანდემიის გამო, გამარჯვებულთა დაჯილდოება ონლაინ გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრები ჟიურის წევრებმა ფოტოგრაფებმა - ლელი ბლაგონრავოვამ, პაბლო ვარელამ და ერიკ გერლანმა.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)