სამეგრელო-ზემო სვანეთი. 28 ივლისს, სამშაბათს, 17 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით, გაიმართება ონლაინ-პრეზენტაცია - „ახალგაზრდული ბიუჯეტი, ახალგაზრდული იდეები და ინიციატივები“.
როგორ ახორციელებს ახალგაზრდულ პოლიტიკას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორია ახალგაზრდების ჩართულობის დონე და ხარისხი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რამდენად არის მხარდაჭერილი ახალგაზრდული იდეები და ინიციატივები და როგორ ხდება წარმატებული პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა - ამ და სხვა საკითხებზე ახალგაზრდებთან ერთად დისკუსიას გამართავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეხვედრას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ზუმის საშუალებით
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)