თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ეკატერინე სხილაძის თვალსაზრისს „მამა და დედა ჩხუბობენ ხანჯლებით: პანდემიის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე“.
„საქართველოში, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო დამძიმდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული სისტემური ხასიათის გამოწვევები. გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების ფუნქციონირების შეჩერება, მიმოსვლის შეზღუდვა, ყველაზე მძიმედ ქალებზე აისახა. გაიზარდა ქალების ზრუნვის ტვირთი ოჯახებში, გართულდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა და მოძალადეებთან ხანგრძლივი დროით ყოფნის პირობებში გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)