ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო და საქმის ნომერი მიანიჭა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ სარჩელს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის მესამე ნაწილისა და კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევის თაობაზე მიმართა. განმცხადებლის მიმართ დაირღვა პრინციპი, რომლის თანახმადაც, პირისთვის, მისი უსაფრთხოების მიზნით, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რა მოტივით და სტატუსით იბარებენ მას საგამოძიებო ორგანოში, რათა მან შეძლოს, განჭვრიტოს გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)