თბილისი. ევროპის ფონდმა, გრანტის მიმღებ სოციალურ საწარმოებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა. ამ მხარდაჭერით რამდენიმე ორგანიზაციამ ისარგებლა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას შეეცადა.
„COVID-19-ს პანდემია განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სოციალური საწარმოებისთვის. ერთი მხრივ იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი ტურიზმის ან ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებულ სექტორში ოპერირებს (მაგ. ტრადიციული რეწვა, ხელნაკეთი ნივთები); ამას გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ სოც. საწარმოების უმრავლესობა მოწყვლადი ჯგუფის დასაქმების ბიზნესმოდელით საქმიანობს, მათ მიერ დასაქმებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი COVID-19 რისკ ჯგუფში აღმოჩნდა (მაგ. შშმ პირები). ამას გარდა, სოციალურ საწარმოებს ახასიათებთ ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო აუცილებელი უნარ ჩვევების ნაკლებობა, რაც პრაქტიკულად საკვანძო აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში. სოციალური საწარმოების გარკვეულმა ნაწილმა, შეძლო კრიზისის დროს მოქნილობის შენარჩუნება და ახალი გამოწვევების საპასუხო მიდგომების შემუშავება. თუმცა, დღემდე გადაუჭრელი გამოწვევების წინაშე დგანან სარესტორნე და ტურისტულ სფეროში მომუშავე საწარმოები”, - აღნიშნულია ევროპის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „გიზიარებთ სოციალური საწარმოების ისტორიებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ისინი პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაცია“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)