„კანტის აკადემია“, „We Make Change” და UNICEF 12-იდან 19 წლამდე ახალგაზრდებს იწვევს, მონაწილეობა მიიღონ კვლევაში, რომლის მიზანია, შეისწავლოს თუ როგორია COVID-19 პანდემიისა და მისი თანმდევი მოვლენების გავლენა მოზარდებზე.
გამოკითხვა მოიცავს შეკითხვებს, რომელიც ემსახურება მოზარდების დამოკიდებულებების, აღქმის, მოტივაციის დონისა და მომავალი ცვლილებების შესახებ მოლოდინების შესწავლას.
კვლევაში მოცემულ შეკითხვებზე პასუხები კონფიდენციალურია და გამოყენებული იქნება განზოგადებული ინფორმაციის სახით.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)