თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ინფოგრაფიკას - სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე, 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ორივე საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად თუ სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება, რითიც ამ ფორმატის არსებობას და ქმედითობას, მნიშვნელოვანი ჩრდილი ადგება“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)