თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა პანდემიის შემდგომ ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და ადვოკატირების მიზნით აამუშავა ცხელი ხაზი. ცხელი ხაზი მუშაობს ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, ასევე თბილისში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და მათზე ცნობიერების ამაღლება თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი და სამეგრელო.
წყარო: ადამიანის უფლებეათა ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)