en
ge

ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია

თბილისი. 28 ივნისს, ფონდი „ღია საზოგადოება –საქართველოს" ოფისში გაიმართა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია. ორგანიზაცია გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წამოსულმა თანამშრომლებმა დააფუძნეს.  „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის" პრეზიდენტია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი. ასოციაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სამეცნიერო–საგანმანათლებლო კვლევები სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების საფეხურებზე, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, განათლების სფეროში არსებული თანამედროვე ლიტერატურისადმი წვდომის ხელშეწყობა, პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ა.შ 
„ეს ორგანიზაცია შექმნა გუნდმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების სისტემაში. (...) ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ 10 წლის განმავლობაში დავაგროვეთ განათლების სისტემაში ერთად მუშაობით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს ახლად შექმნილი ორგანიზაცია ნამდვილად წარმატებული იქნება და  ჩვენ ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ქვეყენაში განათლების ხარისხის ამაღლებას შევუწყოთ ხელი", – თქვა დღევანდელ პრეზენტაციაზე ასოციაციის პრეზიდენტმა, მაია მიმინოშვილმა.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)