თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, დღეს, საზოგადოებას წარუდგინა ახალი ვებგვერდი Russianoccupation ge ვებგვერდზე მოცემულია ამ კონფლიქტით დაზარალებული სოფლები და რუსული ბაზები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული.
„2008 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა. ამ ომში საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი; დაიღუპა 850, დაშავდა 2000-ზე მეტი, 20 000-მდე ადამიანი კი დღემდე დევნილობაში ცხოვრობს; მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს გამყოფი საზღვრის კვეთის გამო აკავებენ“, - გვახსენებს.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)