თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს მარიამ შალვაშვილის სტატიას - „აჭარელი ეკომიგრანტების თვითაღქმა: უცხოდ ყოფნა და არასტაბილურობა”.
„წალკის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად და რელიგიურად საკმაოდ მრავალფეროვანი რეგიონია. აქ ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები (ძირითადად აჭარლები, სვანები და იმერლები), ასევე ეთნიკურად სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები, მუსლიმები და ქრისტიანები. წალკის დაახლოებით 30%-ს აჭარელი ეკომიგრანტები წარმოადგენენ, მათი საცხოვრებელი სახლები და სოფლები ზემო აჭარაში საკმაოდ არამდგრადი და სიცოცხლისთვის საშიში იყო და ამის გამო წალკის მუნიციპალიტეტში 90-იანი წლების ბოლოდან 2007 წლამდე ეტაპობრივად ჩამოვიდნენ. თუმცა მათ გადმოსახლებას წინ უძღვოდა დაპირებები, რომ მათ წალკაში მაინც ექნებოდათ საცხოვრებელი პირობები და მდგრადი სახლები, თუმცა აშკარაა, რომ წალკაში აჭარელი ეკომიგრანტების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი განსაკუთრებული არამდგრადობით და არასტაბილურობით ხასიათდება. ეს სტატია ეფუძნება წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ვიზიტს და ადგილობრივებთან საუბარს ეკომიგრანტების ძირითადი პრობლემებისა და მათი თვითაღქმის შესახებ“, - ვკითხულობთ სტატიაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)