თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობა (ISFED) აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესის შეფასებას აქვეყნებს.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში, რომელიც საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომზადდა, საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე, რაც უფრო დაბალანსებულ პოლიტიკურ წარმომადგენლობას შეუწყობს ხელს. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომისიის წევრთა დანიშვნის არსებული წესით, შეიძლება ერთ პარტიას ერთზე მეტი წარმომადგენელი ყავდეს საარჩევნო კომისიაში, რაც ზრდის პოლიტიკური გავლენის ხარისხს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. ამ ფონზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროფესიული წევრების შერჩევის ობიექტური კრიტერიუმების არსებობა, რათა არჩევნების ადმინისტრირების პროცესში ჩართული ორგანოები სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობით და მათ მიმართ არ გაჩნდეს პოლიტიკური მიკერძოების განცდა“, - აღნიშნულია შეფასებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებვგერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)