შიდა ქართლი. USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის PITA-ს პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მონაწილეობით, გორში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი - „საინფორმაციო კურსი ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის".
ორდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ, ჩამოყალიბდება ახალგაზრდების მობილური ჯგუფი (youth mobile task force) „არჩევნები 2020“. ჯგუფის წევრები, პროგრამის ახალგაზრდული ცენტრის წევრები 13 ქალაქიდან, 3 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და სოფელში ახალგაზრდა ამომრჩეველს მიაწვდიან ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)