თბილისი. რას ნიშნავს იყო ლიდერი ქალი თემში, იყო ლიდერი ქალი პოლიტიკაში, იყო ლიდერი ქალი ბიზნესში? რა არის წარმატება? რით იზომება? როდის სრულდება? სად გადის ზღვარი წარმატებასა და წარუმატებლობას შორის? რა დათმობებზე გვიწევს წასვლა? რა დგას ჩვენი გადაწყვეტილებების უკან? რატომ და როგორ ხდება ადამიანი აღიარებული ლიდერი?
ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, დაინტერესებული ადამიანები ონლაინ კონფერენციაზე მიიწვია. პირველი შეხვედრა თინა ხიდაშელთან გაიმართა. მორიგი შეხვედრა, 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტ, რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელ კამილა მამედოვასთან გაიმართება.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)