en
ge

სსო-ები: მოვუწოდებთ მედიას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განუხრელად დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები

სსო-ები: მოვუწოდებთ მედიას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განუხრელად დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები

თბილისი. მედიაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. 

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე „მთავარ არხზე" გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას. 

„მთავარ არხზე" წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთის მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორეს მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის განსაკუთრებული როლი, აკონტროლოს საჯარო ხელისუფლება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მიმდინარე გამოძიების ხარვეზულობასა და მისი ღიაობისა და გამჭირვალობის პრობლემას, არსებითი გვგონია საქმეზე საჯარო განხილვა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ამგვარ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მისი მეგობრების ღირსების, პირადი ცხოვრებისა და მორალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სრულად...  

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023