თბილისი. საია იცავდს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც პროკურატურა ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და ცრუ დასმენას ედავებოდა.
პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა არცერთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ სცნო. საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენი არ არის შესული კანონიერ ძალაში და პროკურატურას მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)