en
ge

ზოგადი წინადადება 10 წლამდე ბავშვების მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკის თაობაზე

ზოგადი წინადადება 10 წლამდე ბავშვების მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკის თაობაზე

თბილისი. 2020 წლის 20 ივლისს სახალხო დამცველმა სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას ასაკის ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკის თავიდან აცილების საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს.

სახალხო დამცველმა განმარტა, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები, 10 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებთან შედარებით, მათი გონებრივი მომწიფების გათვალისწინებით, განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებენ. ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები, 10 წლამდე არასრულწლოვან პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს მათზე ასაკით უფროს პირებთან შედარებით. მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან არსებული საერთო წესი უარყოფითად აისახება 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)