თბილისი. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა, დღეს, საზოგადოებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიშში წარუდგინა.
„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება უსაფრთხო ეპიდემიოლოგიურ გარემოში და არსებული გამოწვევა არ უნდა გახდეს საარჩევნო პროცესზე მანიპულირების ინსტრუმენტი. საარჩევნო რეფორმის ჰარმონიზაციის ფარგლებში არ მოხდა ეუთო/ODHIR-ის პრიორიტეტული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის გაზიარება, თუმცა, განხორციელებული ცვლილებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნა. არჩევნების საყოველთაო, თავისუფალ, გამჭირვალე და კონკურენტულ საარჩევნო პირობებში ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია. მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზების ინტენსიური ჩართულობა“,- აღნიშნულია სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ანგარიშის დასკვნაში.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)