en
ge

„პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი ქსელი Facebook-ზე

„პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი ქსელი Facebook-ზე

თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) Facebook-ზე მოქმედი კიდევ ერთი ორგანიზებული ქსელის შესახებ აცხადებს. 

„სამართლიანი არჩევნები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდიდან „ფეისბუქზე“ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ქცევას აკვირდება. ქართული გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების წინააღმდეგ „ფეისბუქის“ მიერ განხორციელებული ორი მასშტაბური ოპერაციის შედეგად დადასტურდა ამ გვერდების კავშირი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ფეისბუქზე“ კიდევ ერთი პარტიის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მასშტაბური კამპანიაც შეინიშნება. საგულისხმოა, რომ მოცემული ქსელი „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ პოზიტიურ კამპანიასთან ერთად, მიმართულია მკვეთრად ნეგატიური, დისკრედიტაციული აქტივობისკენ როგორც მმართველი პარტიის, ისე, განსაკუთრებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც“, - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)