თბილისი. სახალხო დამცველმა წელს პირველად წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, სადაც დეტალურად არის შეფასებული საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში 310 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 78% (244 რეკომენდაცია) გაიზიარა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 259 დავალება გასცა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)