საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ USAID-ის მხარდაჭერით მესტიის მოსახლეობას 270 სასურსათო და 270 ჰიგიენური ამანათი გადასცა. ასევე, ადგილობრივებს ინფექციის რისკის შემცირების მიზნით მიეწოდათ ინფორმაცია ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ. ჰუმანიტარული დახმარება გათვალისწინებულია 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრები ადამიანებისთვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 100 000-ზე მეტი ამნათი დაარიგა ქვეყნის მასშტაბით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)