თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების ორგანიზებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები 4 მუნიციპალიტეტის 5 სოფლის და დასახლებული პუნქტის მოსახლეობას შეხვდნენ.
„ადგილობრივებმა, ჩვენი ორგანიზაციის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს თემებში არსებული პრობლემები გააცნეს, მათ შორის გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის, შიდა გზების, გარე განათების, ხიდების, ტროტუარების მოწესრიგების და სხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებები“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)