en
ge

სახალხო დამცველმა ზუგდიდში ანგარიში წარადგინა

სამეგრელო. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  არასამთავრობო ორგანიზაციებს ზუგდიდში, 17 აპრილს,  2012 წლის ანგარიში წარუდგინა. მისი შეფასებით, პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მის ანგარიშში საუბარი იყო ასევე,  თვითმმართველობებში არსებულ მდგომარეობაზე, საჯარო მოხელეთა უკანონო გათავისუფლებებზე, მაღალჩინოსანთა დაკავებებზე და ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები. ამ უკანასკნელზე საუბრისას ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მათ შეისწავლეს გარემოებები და ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული ინფორმაცია მიიღეს.
უჩა ნანუაშვილის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისს ახალი თანამშრომელი, ადამიანის უფლებათა ოფიცერი შეემატება, რომელიც  სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქალაქეთა უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე საგანგებო რეგიონულ ანგარიშს მოამზადებს. გარდა ამისა,  სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, მესტიაში, წალენჯიხაში, სენაკსა და მარტვილში, ასევე თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახალხო დამცველს წარმომადგენლები ეყოლება, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების და კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ ოფისს მიაწვდიან.
ანგარიშის წარდგენამდე, სახალხო დამცველმა ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და აღნიშნა, რომ პატიმართა მიმართ ადმინისტრაციის მოპყრობა შეცვლილია, თუმცა შენობა რემონტს არ ექვემდებარება და ის დაუყონებლივ უნდა დაიხუროს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)