თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების მიერ იდენტიფიცირებული 100-მდე პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაბამისმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მზაობა გამოთქვა.
„ადვოკატირების კამპანია 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ, რის ფარგლებშიც ჩვენი სამოქალაქო საბჭოს წევრებმა 200-ზე მეტი პრობლემა და ინფრასტრუქტურული საჭიროება გამოავლინეს! პრობლემების გარკვეული ნაწილის აღმოსაფხვრელად ქვეყნის 5 რეგიონის 14-მა მუნიციპალიტეტმა (ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ქედა, შუახევი, ხულო, ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, ახალციხე, თელავი, სიღნაღი, ყვარელი, ახმეტა) და შესაბამისმა სტრუქტურებმა სახელმწიფო შესყიდვები გამოაცხადეს, გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოების განხორციელება დაიწყეს, გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად კი საპროექტო წინადადებები მოამზადეს”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)