თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 2020 წლის ომბუდსმენის რეკომენდაციას, რომელშიც სახალხო დამცველი ადგენს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების - თეონა თურმანიძის, მალხაზ რეხვიაშვილის, სოფიო ჟღენტის და თეონა ხარაბაძის საქმეებზე დაირღვა მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები, ხოლო თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო.
ორგანიზაცია რეკომენდაციის ტექსტს სასამართლოს მალევე გაუზიარებს და იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მალხაზ რეხვიაშვილის, სოფიო ჟღენტისა და თეონა ხარაბაძის სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვის პროცესს.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)