თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოსაზრებით, ანტიკორუფციულ რეფორმაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას.
„საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არის სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. აღნიშნული მოდელი წარმატებით არის დანერგილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში. შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თვისებრივ გაუმჯობესებას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებელს გახდის ე.წ. „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების რეალურ გამოძიებას და მათ პრევენციას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)