თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე - „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა.
„აღნიშნულ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო 2 სექტემბერს განიხილავს. მოსარჩელე სადავოდ ხდის საარჩევნო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც პოლიტიკური პარტიისაგან ითხოვს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი (მაგალითად, თუკი სიაში პირველი სამი მამაკაცია, მეოთხე კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს ქალი). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ თავისუფალი არჩევნების უფლებას“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)