თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში უკრაინის წამყვანი პოზიცია საშიშროების წინაშე დგას.
„ივლისის ბოლოს, უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო შესყიდვებში მექანიკური ინჟინერიის ლოკალიზების შესახებ. კანონპროექტი მიზნად ისახავს მანქანათმშენებლობის განვითარებას და ადგილობრივი პროდუქტის წარმოების ხელშეწყობას. კანონპროექტი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების პრეფერენციებს ადგილობრივი წარმოების 25-40%-ანი მოთხოვნით 2021 წლიდან, დამატებით 15%-იანი ზრდით 2024 წლიდან.
მექანიკური ინჟინერიის ლოკალიზების შესახებ კანონპროექტი მნიშვნელოვანი კრიტიკის ობიექტი გახდა როგორ ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წერილში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღებით უკრაინა დაარღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ადმინისტრაცია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით რომ ინიცირებული რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდიან უკრაინასა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)