თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს მარიამ ტოფჩიშვილის ბლოგპოსტს: „ობიექტივი” ბილ გეიტსის ვიდეოფაბრიკაციას და ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ავრცელებს.
„2020 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია ობიექტივის „ღამის სტუდიის“ ეთერში მოწვეულმა სტუმარმა, იმუნოლოგმა ნოდარ გოგებაშვილმა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბილ გეიტსის დაფინანსებით შექმნილი ოქსფორდის ვაქცინა გენმოდიფიცირებულია, რომელსაც ადამინის გენეტიკის შეცვლა შეუძლია. „ობიექტივის“ რედაქციამ გადაცემაში ასევე გაუშვა ბილ გეიტსის ვიდეო, რომელიც ქართულად არის გახმოვანებული და რის მიხედვითაც გეიტსი ადამიანების აუცილებელ ვაქცინაციაზე საუბრობს.
ობიექტივის ეთერში გაჟღერებული მტკიცებები COVID-19-და და ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. ბილ გეიტსის ვიდეო, რომელიც ეთერში აჩვენეს, ვიდეოფაბრიკაციაა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)