თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ Facebook გვერდზე განთავსებული 6 საარჩევნო კლიპისა და მათი გამოყენებით შექმნილი Facebook რეკლამების თაობაზე, რომლებიც ანტი-თურქულ მოწოდებებს შეიცავს.
ორგანიზაციის მოსაზრებით, ეს რეკლამები მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე, შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)