თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ია ერაძის პუბლიკაციას: სამთო-მოპოვებითი საქმიანობა პანდემიის დროს: ნეოლიბერალური წესრიგი და ჰიბრიდული სახელმწიფო.
„შახტში არაფერი იცვლება“ - ასე სრულდება ტყიბულელი მეშახტეების 2020 წლის 13 მარტის მიმართვის ტექსტი, რომლითაც ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ (პერტაია, 2020a). იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარუდგინა საქართველოს მოსახლეობას (საქართველოს მთავრობა, 2020). ქვეყანამ ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყო ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა ტყიბული არავის გახსენებია. 20 მარტს მეშახტეებმა გამოუვალი ფინანსური მდგომარეობის გამო სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განაგრძეს მუშაობა - „შახტში ვბრუნდებით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ იმ მცირე შემოსავალსაც კი, რომელსაც ჩვენი მძიმე შრომის ფასად მოვიპოვებთ. ჩვენი ოჯახები დარჩება მშიერი“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)