თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულაცია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით, მოქალაქეებს „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება ჩამოეწერებათ. ამ სარგებლით დაახლოებით ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს.
ხელისუფლების ინიციატივა შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს."
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)