თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ქსენოფობიური/თურქოფობიური რიტორიკის გამო და მიიჩნევს, რომ პარტიის საქმიანობა შეიცავს ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს.
„პოლიტიკური პარტიები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით და აქვთ უფლება საჯაროდ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, თუნდაც ის იყოს მცდარი და შეცდომაში შემყვანი, თუმცა მათ ამავდროულად გააჩნიათ მაღალი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პლატფორმა არ გამოიყენონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად და კონფლიქტის ახალი კერების გასაჩენად. საქართველოს რეალობაში კი ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სახიფათოა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)