თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 8 სექტემბერს, პარლამენტში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც მინიმალურ ხელფასს საქსტატის მიერ დადგენილი ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45%-ით განსაზღვრას ითვალისწინებს.
„ორგანიზაცია მიესალმება საჯარო დისკუსიის განახლებას მინიმალური ხელფასის შესახებ და მხარს უჭერს ღირსეული მინიმალური ხელფასის დადგენას. კანონით განსაზღვრული, ღირსეული მინიმალური ხელფასი მშრომელთა დაცვის ფუნდამენტური ინსტრუმენტია, რომელსაც საქართველოში მშრომელთა და მათი ოჯახების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის, ისევე როგორც მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის ხელშესახები გაუმჯობესება შეუძლია“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)