თბილისი. „უფლებები საქართველოს“ იურისტები, დღეს, თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრას მართავენ.
„მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში თავშესაფრის მიღების პროცედურას, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლება-მოვალეობებს, მათთვის განკუთვნილ სახელმწიფო სერვისებს და პირის მაინდეტიფიცირებელი დოკუმენტების ტიპებს. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვის პროცედურებს”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)