თბილისი. მედიის განვითარების ფონდის წინამდებარე კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
„წინა წელთან შედარებით ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.
20 ივნისის ანტიდასაოკუპაციო აქციის გეი პრაიდთან და ლგბტ თემთან დაკავშირებას, როგორც მედია, ასევე ანტილიბერალური დაჯგუფება „ქართული მარში” ახდენდა. მკვიდრდებოდა მოსაზრებები, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე პრემიერ გახარიას გადადგომას ნაციონალები და „პიდარასტები” ითხოვენ.
ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდის, რასაც თურქოფობიური განცხადებები მოსდევს. პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად „პარტიოტთა ალიანსის“ წევრები მიმართავდნენ, რომელიც ტვ „ობიექტივთან” ერთად თურქოფობიური გზავნილების მთავარი წყარო იყო“.
წყარო: mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)