თბილისი. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
„შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების გზებზე იმსჯელეს; შესაძლო რისკები და თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)