თბილისი. მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „შშმ პირთა უფლებების ადვოკატირება საარჩევნო პროცესებში ჩართულობით” ფარგლებში იწვევს შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, შშმ პირთა საკითხების ექსპერტებს და აკადემიური წრის წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე „არჩევნების როლი შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებაში“.
„შეხვედრის მიზანია მომზადდეს შშმ პირთათვის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხა, რათა შემდგომში მოხდეს პოლიტიკური პარტიებისთვის ინფორმაციის მიწოდება და დასახელებული საკითხების საარჩევნო პროგრამებში ასახვა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)