თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა თვლის, რომ შრომის ინსპექციის რეფორმა ჭიანურდება.
„შრომის ინსპექციის რეფორმის მიღება გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული. ღირსეული შრომის პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად განაახლოს რეფორმის განხილვა და უზრუნველყოს მისი მიღება. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე წარდგენილ შრომის ინსპექციის რეფორმას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა არსებითად მოიწონა, თუმცა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა დღემდე არ მომხდარა და გაურკვეველი მიზეზითა და ვადით არის შეჩერებული“, ნათქვამია საია-ს ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)