თბილისი. 12 სექტემბერს „მასწავლებელთა ქსელის“ პირველი ლექციათა ციკლი გაიმართა.
„მოხსენებები წაიკითხეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნათია ნაცვლიშვილმა, განათლების მკვლევარმა და ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ და ანთროპოლოგმა მარიამ შალვაშვილმა. ლექციები ეხებოდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს, განათლების სისტემის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს და ცოდნისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართებას. „მასწავლებელთა ქსელი“ ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე 18 მასწავლებელს აერთიანებს. ქსელის მიზანია სათემო და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული მასწავლებლების გაძლიერება და უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მასწავლებლებს შორის ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური დიალოგის წახალისება“, ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)