თბილისი. მედიის განვითარების ფონდმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ისლამის გაშუქების საკითხებზე დამხმარე ლექსიკონი შექმნა.
„დამხმარე ლექსიკონი ჟურნალისტებისთვის ისლამის თემაზე მომზადდა საერთაშორისო ლექსიკონების (OXFORD, MERRIAM WEBSTER), ენციკლოპედია BRITANNICA-ს, რელიგიის მონაცემთა არქივის ასოციაციისა (ARDA) და საერთაშორისო მედიების (BBC, AFP) სტილის სახელმძღვანელოების მასალების მიხედვით. პროექტი დაფინანსებულია ჰიდაიას და ევროკავშირის გრანტით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)