თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა 20/20 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შესახებ მომზადებულ არაგეგმიურ ანგარიშს აქვეყნებს.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას. შესწავლისას კომისიამ არ გამოიყენა საჯარო ინფორმაცია, რომელიც არამარტო ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის არის საჯარო.
72 საარჩევნო ოლქიდან 16 ოლქში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულად ვერ გამოიყენა მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმები, რის გამოც ვერ მოხერხდა საარჩევნო სერტიფიკატის მქონე პირების ინფორმირება“, ნათქვამია ანგარიშში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)