თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის ვასილ ჟიჟიაშვილის ბლოგპოსტს: შეუზღუდო ადამიანს თავისუფლება ნიშნავს შეუზღუდო მას შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი თავი.
„თავისუფლება არის თავისთავადი ღირებულება, თუ ის არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც სხვა მისგან განსხვავებული მიზნის მისაღწევად გვჭირდება? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება არ იყოს, რამდენადაც ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვითარებული მსჯელობის პროცესი. ამისთვის კი თავისუფლებას ორი პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ.
ერთ შემთხვევაში თავისუფლების დანახვა ხდება შიგნიდან გარეთ. ამ დროს ადამიანი აკვირდება იმას, თუ როგორია თავისუფლების მნიშვნელობა კერძო ავტონომიის შიდა პერსპექტივიდან მესამე პირებთან ურთიერთობაში. საუბარი მაქვს იმ საზღვარზე, რომლის შიგნითაც არის ინდივიდის ავტონომიური სივრცე, სადაც მისი ყველა ქმედება ლეგალურია, ხოლო მის გარეთ არის მესამე პირთა ინტერესები, რომელში გადასვლაც დაარღვევს იმ წონასწორობას, რომელსაც ინდივიდის თავისუფლება ჰქვია. მეორე შემთხვევაში თავისუფლება დანახულია შიგნიდან შიგნით - თვითრეფლექსიური დაკვირვების მეთოდის გამოყენებით“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)