თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით აქტიურად აგრძელებს ხანდაზმულებისა და მოხალისეების მხარდაჭერას, როგორც უსაფრთხოების და ინფორმაციის გავრცელების, ასევე შინმოვლის სერვისების განვითარების თვალსაზრისით.
„პროგრამა მიზნად ისახავს შინმოვლის სერვისების მხარდაჭერას ქვეყანაში COVID-19–ით დაზარალებული ადამიანების ხელშეწყობისთვის, რომელიც მოიცავს ქრონიკული დაავადებისა და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე დამატებითი სერვისების საჭიროებისა და თვითიზოლაციაში მყოფ, მარტოდ მცხოვრებ 4000-ზე მეტ ხანდაზმულს თბილისსა და 29 მუნიციპალიტეტში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)