თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანალიტიკურ მასალას ლუგარის ლაბორატორიის წინაამდეგ წარმოებულ რუსულ საინფორმაციო ომზე.
„მიუხედავად იმისა, რომ შსს დღემდე არ ასახელებს ქვეყანას, საიდანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელდა კიბერშეტევა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ივარაუდა, რომ შეტევა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ასევე, კიბერშეტევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რუსეთი ახსენა საქართველოს პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა. აღნიშნულ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკვე წლებია გრძელდება თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც მეტწილად საინფორმაციო ომის ხასიათს ატარებს“, ნათქვამია მასალაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)